Thursday, June 10, 2010

მართმადიდებლობა სვანეთში და სვანეთის ღირსშესანიშნაობები







მოყოლებული IV საუკუნიდან სვანეთი საქართველოში ქრისტიანობის ფორპოსტია. დღეს სვანეთში 15000 მოსახლე ცხოვრობს ხოლო მის ტერიტორიას 300 ეკლესია ამშვენებს რომელთა უმრავლესობა XI-XIII საუკუნეებშია აგებული და ცნობილია როგორც კლასიკური ქრისტიანული ფრესკებით, ასევე განუმეორებელი იკონოგრაფიით






დღესაც კი სვანეთი იზიდავს ბევრ მოგზაურს, როგორც კოშკებისა და ოქროს ვერძის მიწა,მთის მწვერვალები (5150 მ-ის სიმაღლეზე) და მყინვარწვერები იპყრობენ მთასვლელებისა და მოგზაურთა ყურადღებას.



ტურიზმი სვანეთში და სვანური კულტურა




2007 წელს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ზემო სვანეთი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების სფეროში პრიორიტეტულ რეგიონად აღიარა. სწორედ ამიტომ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივის პროექტებმა დაიწყეს ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება, რომელთა მიზანი გახლდათ ზემო სვანეთის, კერძოდ კი მესტიისა და უშგულის ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილებად განვითარება.