Friday, January 17, 2014

ალპინიზმი

სვანეთში ფუნქციონირებს რამდენიმე ალპინისტური ბანაკი, რომელებიც საშუალებას აძლევენ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ალპინისტებს რომ, შეიგრძნონ ის სიამოვნება რასაც მთაში აქტიური დასვენება ქვია.
  ძალიან ძნელია უარი თქვა ასეთ სიამოვნებაზე თუკი ეს ერთხელ მაინც გაქვს გამოცდილი. ღამის კარავში გათენება, გზის გაკვლევა ისეთ მიდამოში სადაც ადამიანი შეიძლება საერთოდ არ იყოს ნამყოფი. 3 საათის გაუჩერებლად სიარულის შემდეგ , იმ დონეზე ხარ მისული რომ, სადაცაა ჩაიკეცები, და ამ დროს ალპურ მინდორში წამოწოლა ნებისმიერ სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერში დასვენებას გირჩევნია.
  ამბობენ "თუ მწვერვალზე მიდიხარ და შიმშილის გრძნობა გაწუხებს კარგიაო", ალბათ ეს იმის მანიშნებელია რომ, კარგად ხარ! თანაც მთაში ხომ ყველაფერს საუცხოო გემო აქვს. და ბოლოს მთელი გუნდი ერთად იზიარებთ სიხარულს, როდესაც წვერს მიაღწევ, ხდება მილოცვა. ახლობლებთან ნათესავებთან დარეკვა რომ, შენ ეს შეძელი და ეხლა ღრუბლებს ზემოთ იმყოფები. საოცარი შეგრძნებაა!!

                                                           
                   
             
                             P.s.  ხო მართლა,  ყველაზე მთავარი ალბათ                                                                                            მაინც იმ წერილის ნახვა  და წამოღებაა                                                                                          რომელიც შენამდე                                                                                                                                  ასულმა ალპინისტებმა დატოვეს.











  ძალიან ბევრი ცნობილი ალპინისტი წარმოშობით სწორედ სვანეთიდანაა . ყველასთვის კარგად ცნობილი, მიხეილ ხერგიანი, რომელსაც ხალხმა კლდის ვეფხვი შეარქვა.

              
                "30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი კლდეზე მცოცავი მინახავს, სხვადასხვა   ქვეყნის ცნობილ ალპინისტებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ხერგიანი ყველას  სჯობდა."
არმადო და როიტი, 
მთამსვლელი, იტალიელი სენატორი



ჯოკია გუგავა: საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ალპინიზმში. სწორედ მისმა გუნდმა გააკეთა პირველად მარშუტი რომელსაც ცენტრალური კავკასიონის ტრავერსი ქვია. სიცოცხლის პერიოდში ჯოკია ხელმძღვანელობდა ორ ალპინისტურ ბანაკს სვანეთში -- "აილამასა" და "ზესხო"_ს. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი თვიონ გახლდათ.









აფი გიგანი, ნუკრი გველებიანი, ალიოშა გაზდელიანი, იდრის ხერგიანი, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დიდი სიისა, რომელსაც სვანი ალპინისტები შეადგენენ.





ამ ვიდეოში ნაჩვენებია როგორ "აკეთებენ" მწვერვალ "თეთნულდის" ახალ მარშუტს.

No comments:

Post a Comment