"აილამა"_სგან განსხვავებით ზესხო არ უნდა ყოფილიყო ორიენტირებული მხოლოდ პროფესიონალ ალპინისტებზე, მდიდარი ბუნება და ადგილმდებარეობა განაპირობებდა იმას რომ, ზესხოს ვიზიტორებს შორის იქნებოდნენ არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ მოყვარული ალპინისტები და უბრალო დამსვენებლები.
ძალიან მალე "ზესხო" გახდა ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამთო-ტურისტული კურორტი ყოფილი სსრკ_ს ფარგლებში და არამხოლოდ. იმის გამო რომ, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა ბანაკის ზელძღვანელობა იძულებული გახდა საცხოვრებელი კოტეჯების გარდა გამოეყენებინა კარვები, რომლებიც ბანაკის შუაგულში იყო გაშლილი.
90_იანი წლებიში, გამომდინარე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიძნელეებისა ბანაკი იძულებული გახდა მუშაობა დროებით შეეწყვიტა. თუმცა 2003 წლიდან მოყოლებული ბანაკი ყოველწლიურად იღებს აქტიური დასვენების მოყვარულებს.
2004 წელს ბანაკში ტრენინგს გადიოდა "რუსთავი 2"_ის ჯგუფი
No comments:
Post a Comment